none

🧐 გაინტერესებს რამე?

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ქვევითაა 👇👇


  • დიახ, პირად კაბინეტში დაგხვდება SIM-ის დამატების ფუნქცია. შეძლებ დაამატო სასურველი რაოდენობის ფიზიკური SIM ან eSIM და შეარჩიო პაკეტი. გაითვალისწინე, ახალი SIM-ის დამატებისას აუცილებელია სახელის დარქმევა, სამომავლო დაბნეულობის თავიდან აცილების მიზნით 😊



  • COINEX-ი არის mobineX-ის ბონუს ქულები, რომელიც გიგროვდება პირად კაბინეტში. 

    რეგისტრაციის შემდეგ პირად კაბინეტში დაგხვდება რეფერალური კოდი. კოდი შეგიძლია გაუზიარო ახლობლებს - შენს შინაურებს. შენი კოდით რეგისტრაციისას ახალი მომხმარებელი მიიღებს 7%-იან ფასდაკლებას. შენ კი პირად კაბინეტში შენი შინაურის გადახდილი თანხის 3% COINEX-ის ქულებად დაგერიცხება.

    დაგროვილი COINEX-ით შეძლებ იყიდო ახალი პაკეტი ან ფიზიკური SIM-ის შენარჩუნების მიზნით გადაიხადო ნომრის პარკირების გადასახადი.


  • პირად კაბინეტში შენ შეძლებ:

    - ბანკის ბარათის დამახსოვრებას შემდეგი გადახდებისთვის

    - ახალი ფიზიკური SIM-ის/eSIM-ის ყიდვას/დამატებას

    - ფიზიკური SIM ბარათის ,,პარკირების” ფუნქციის ჩართვას - მომდევნო მოგზაურობამდე რომ არ გაგიუქმდეს ნომერი

    - დაგროვილი COINEX-ების ნახვას

    - რეფერალური კოდის ნახვას - შენს ახლობლებს რომ გაუზიარო და ფასდაკლებით შეიძინონ პირველი პაკეტი

    - დარჩენილი მეგაბაიტების ნახვას

    - გადახდების ისტორიის ნახვას

    - ახალი პაკეტის ყიდვას


  • ჩვენთან ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად იქმნება შენი პირადი კაბინეტი, სადაც შესვლას შეძლებ რეგისტრირებული მეილით ავტორიზაციის გვერდიდან:


    - შესაბამის ველში უნდა ჩაწერო მეილი და დააჭირო PIN-ის გენერაციას

    - მეილზე გამოგეგზავნება ერთჯერადი ავოტრიზაციის კოდი

    - PIN-ის ველში გამოგზავნილი კოდის ჩაწერის შემდეგ გაგეხსნება პირადი კაბინეტი


მაინც ვერ ნახე პასუხი? დაგვიტოვე საკონტაქტო და შეგეხმიანებით 😇