გიგი ქათამაძე mobineX-ის ერთგული მეგობარია. ის მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობს. სადაც უნდა წავიდეს, გიგი ყოველთვის mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობს. მისი გამოცდილებით, ჩვენი ინტერნეტი ყველა წერტილში იჭერს და შესანიშნავად მუშაობს.
გიგი იუთუბერია. ის საკუთარ გამომწერებს საინტერესო კონტენტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უზიარებს, ამიტომ მისთვის სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ამჯერად გიგიმ ირლანდიაში იმოგზაურა და, როგორც თავად აღნიშნავს, mobineX-მა იმედები არც ამჯერად გაუცრუა.
გადადი ლინკზე და თავად ნახე გიგის შეფასება: უყურე გიგის ვიდეოს YouTube-ზე.
როუმინგ ინტერნეტი ირლანდიაში
თუ ირლანდიაში გამგზავრებას შენც გეგმავ, mobineX-ი ირლანდიის მიმართულებით მრავალფეროვან, მოქნილ და შენზე მორგებულ ინტერნეტ პაკეტებს გთავაზობს.
ჩვენთან არჩევანის თავისუფლება გაქვს:
eSIM და ფიზიკური SIM: შეგიძლია პირდაპირ გაიაქტიურო თანამედროვე eSIM ან აირჩიო ტრადიციული ფიზიკური SIM ბარათი.
დღიური და ულიმიტო შეთავაზებები: ირლანდიისთვის ხელმისაწვდომია ულიმიტო პაკეტები, რომელთა გააქტიურებაც დღეში სულ რაღაც 5₾-დან შეგიძლია.
გადახედე ყველა პირობას და დაათვალიერე mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები ირლანდიაში.
შეარჩიე შენს მოგზაურობაზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი
არ იცი, რამდენი GB დაგჭირდება მოგზაურობისას? არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეს, mobineX-ი ჭკვიან AI ასისტენტს გთავაზობს.
ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ზუსტად შენი მოთხოვნებისა და გეგმების მიხედვით შეგირჩევს იდეალურ პაკეტს. უბრალოდ უთხარი, სად მიემგზავრები, რამდენ ხანს რჩები ქვეყანაში, ძირითადად რა დანიშნულებით დაგჭირდება ინტერნეტი - ვიდეოების ასატვირთად, ნავიგაციისთვის თუ საკონტაქტოდ. ის მყისიერად შემოგთავაზებს საუკეთესო ალტერნატივას. შედეგად, ზოგავ დროს, ფულს და იღებ ზუსტად იმას, რაც გჭირდება.
იმოგზაურე mobineX-ის eSIM-ით მსოფლიოს გარშემო
mobineX ქართველ მოგზაურებს მოქნილ, ხელმისაწვდომ და კომფორტულ eSIM პაკეტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. სადაც უნდა წახვიდე, ჩვენი როუმინგ ინტერნეტი შენი ყველაზე სანდო და ერთგული მეგზური იქნება.
თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს, აქციებსა და სამოგზაურო რჩევებს შენთვის სასურველ პლატფორმაზე:
Facebook: mobineX Facebook-ზე
Instagram: mobineX Instagram-ზე
TikTok: mobineX TikTok-ზე
LinkedIn: mobineX LinkedIn-ზე
ჩვენ გამოგყვებით ყველგან, სადაც შენი გულისთქმა წაგიყვანს!
პაკეტები